Loading data...
ირაკლი კირცხალია: გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას, განვითარებასა და კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

მინდა ვისურვო, რომ 2026 სიკეთის, სიხარულის, ხვავის, ბარაქის, ერთმანეთის პატივისცემის, რაც მთავარია, მეტი სიყვარულისა და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს.

ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას, განვითარებასა და კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - წერს ირაკლი კირცხალია.