1750054773
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთი ადამიანის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა დამატებით ტერიტორიების ოკუპაცია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მოხდა დამატებით ტერიტორიების ოკუპაცია.
„ერთი ადამიანის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა დამატებით ტერიტორიების ოკუპაცია ოკუპანტების მხრიდან.
სენსიტიური თემაა, ვხედავთ გამოკითხვაზეც მიდიან ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია და გამჭვირვალე იყოს [პროცესი] საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება.
სამართლებრივ ნაწილში, დაველოდოთ მნიშვნელოვან გამოძიებას“, - აღნიშნა კირცხალიამ.