Loading data...
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტინარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება“, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად ნახა გეკა გელაძის მიერ დანაშაულთან ბრძოლაში წარმოებული კამპანიები.

„ჩვენ ვნახეთ ის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა უკვე ახალი პოზიციიდან მუშაობას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან გეკა გელაძე გაუძღვება.