1731074714
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ აუცილებლად გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია.
„დამერწმუნეთ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ, ისტორიულად აქ ვართ და აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, ოღონდ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვით, რომ ღირსეულად ვიაროთ იქ, რასაც ღირსეული ოჯახი ჰქვია.
დამერწმუნეთ, არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები კონკრეტული ბიუროკრატიების კონკრეტული შეხედულებები წლიდან წლამდე. ჩვენ პრაგმატულად და საქმით ვაკეთებთ ამ ყველაფერს“, - აღნიშნავს ირაკლი კირცხალია.