ირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ BBC-ის ფილმზე საუბრისას.
მისივე შეფასებით, საკითხზე გამოძიება დასრულდა და ყველაფერი დამთავრებულია.
„შედეგს როგორ მიაღწია [ფილმმა] ყველამ ვნახეთ - დაზარალებული დარჩა ბუმბულგაცვენილი თუთიყუში. ამ სათაურს, რომ წაიკითხავ ტრაგიკომედიაა და ამ ჟანრშია შესული როგორც BBC-ის სტატიის დამკვეთი, შემდეგ ამათი გამხმოვანებელი აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. გამოძიება დასრულდა მკაფიოდ და აქ დამთავრებულია ყველაფერი. ეს ხომ დიდი და ბინძური პროპაგანდის ნაწილია, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელდა? რატომ გვიკვირს, რომ ასეთ აბსურდს ვინმე დაწერს და გამოაქვეყნებს?“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.