ირაკლი კირცხალია ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო, დადასტურდა ერთი მთავარი ფაქტი - რეალურად ვინ იდგა ამ გადატრიალების სცენარის მიღმა
„ამ გამოძიებით და იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო, დადასტურდა ერთი მთავარი ფაქტი, რეალურად ვინ იდგა ამ გადატრიალების სცენარის მიღმა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბაჩო ახალაიას დაკავებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც გამოძიებაში წუთების და წამების სიზუსტით ადგენ ქრონოლოგიას, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების დიდი წარმატება.
„როდესაც წუთების და წამების სიზუსტით ადგენ იმ ქრონოლოგიას და აკეთებ ასეთ გამოძიებას, რა თქმა უნდა ეს არის დიდი წარმატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა იმ სტრუქტურის, ვინც თანამშრომლობდა სუსთან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა.