Loading data...
ირაკლი ხელაძე: საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ ადამიანს, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, საქართველოში კი მოგვიწოდებდნენ, იმავეს ჩამდენის მიმართ მართლმსაჯულება ლოიალური ყოფილიყო

ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი არეულობები თბილისში კვლავ შეფასების საგანია - ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ის მიდგომები, რაც საქართველოსთვის იყო მიუღებელი, მისაღები გახდა ევროპისთვის.

მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას და როგორ უნდოდათ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი გმირად ექციათ - კამპანიით „მე ვისროლე“.

„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შემდეგ, საქართველოში მოგვიწოდებდნენ, რომ გაცილებით ლოიალური უნდა ყოფილიყო ამის ჩამდენის მიმართ მართლმსაჯულება, თუმცა დღეს საფრანგეთში ვუყურებთ, რომ მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ ადამიანს, რომელმაც პოლიციელის მიმართ ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ უსამართლო დამოკიდებულებები, როგორც ძველ დროში, ისე დღევანდელ მოცემულობაშიც, საქართველოს მიმართ, ძალიან ცალსახაა“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე.