Loading data...
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა - ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტი „ქრონიკასთან“ შეაფასა.

ხელაძის თქმით, გიორგი კანდელაკი მუდმივად ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები დააზიანოს.

„არანაირი არგუმენტი, არანაირი ფაქტი - ეს ადამიანი ცდილობს, რომ მუდმივად დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი მტრული განწყობა საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

სტატიების და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი ახლა „ფეისბუქ პოსტით“ ცდილობს, ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია. კანდელაკი წერს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი და თავადვე ამბობს, რომ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ აქვს. ფეისბუქ პოსტში იკვეთება, რომ კანდელაკი ვარაუდებზე საუბრობს.