1793795523
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო
„ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო“, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.
ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართველოსთან მიმართებით საქმიან ურთიერთობაში გადაერთოს.
„ანგარიშის მომზადებაში არც პოლიტიკურ და არც ტექნიკურ დონეზე საქართველოს მხარე წარმოდგენილი არ ყოფილა. ამ ანგარიშში საუბარია მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნაზე. ჰკითხონ ქართველ ხალხს, სურთ თუ არა ქართული მართლმსაჯულება უცხოეთიდან დაკომპლექტდეს. ეს ცალსახად მიუღებელია“, - აღნიშნა ხელაძემ.