Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც ბიზნესის, ასევე რიგითი მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს შეთანხმებული, დაბალანსებული და როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს პირობა დაცული იქნება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ფასების რეგულირების მნიშვნელობა შეაფასა.

„როგორც ბიზნესის, ასევე რა თქმა უნდა, რიგითი მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს შეთანხმებული, თანაბრად დაბალანსებული და როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს პირობა დაცული იქნება. კარგია, რომ კომპლექსური მიდგომაა - საკითხი ეხება სურსათის ფასებს, მედიკამენტებს, საწვავს ანუ ყველაფერს, რაც მოქალაქის ხარჯებში ყველაზე დიდ წილს იკავებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შეხვდება.

მანამდე კი კომისიამ ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტზე არსებული მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა.