1787052989
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციის ალიანსზე“: ეს ალიანსი როდესაც შეიქმნა უკვე მკვდრადშობილი იყო
მმართველი გუნდის დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალიანსი თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული.
„ეს ალიანსი როდესაც შეიქმნა უკვე მკვდრადშობილი იყო. იგავების კლასიკოსს, კრილოვს დავესესხები - „აქტორები როგორც არ უნდა განათავსო, ისინი ეროვნულ სიმფონიას მაინც ვერ დაუკრავენ“.
ბოლო წლების განმავლობაში, მათი უამრავ ფორმატში დალაგება - გადალაგება ვიხილეთ, მაგრამ არცერთი მათი გადალაგება - გადმოლაგება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო სიმფონიას არ ქმნიდა“, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.