Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათი გაგებით საქართველო ეს არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

„გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავსო“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესები მთავარი არასდროს ყოფილა.

„ეს არის მათი ხელწერა იმასთან დაკავშირებით რაც მათ განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მათი გაგებით, საქართველო არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.