Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია მიმბაძველობით არის დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და მათ ჰბაძავენ, მანამდე, სადღაც რაღაც მოხდა, იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ, რამდენი დღეა, აქციებს მართავენ და ამით ხელისუფლება არ შეცვლილა

„ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად, მიმბაძველობით არიან დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ჰბაძავენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საქართველოში პროვოცირება სურს.

„საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი და საშუალებაა, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდულია, როდესაც აქცია ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზად არის წარმოდგენილი. ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებაზე თავად თქვა უარი და დღეს ქუჩაშია საკუთარი გადაწყვეტილებით დარჩენილი. მათ სხვა არაფერი აღარ დარჩენიათ, გარდა იმისა იძახონ, რომ ახლა ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლას მოახდენენ. საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის განცხადება არის განწირულ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციების ამოძახილი, რასაც არ შეიძლება, თავისი რეალური შედეგი ჰქონდეს. ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად, მიმბაძველობით არიან დაკავებული. სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ჰბაძავენ. მანამდე, სადღაც რაღაც მოხდა და იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ. ამ ადამიანებს საქართველოში სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პროვოცირება სურთ. ექვსასი თუ რამდენი დღეა, აქციებს მართავენ, ამით ხელისუფლება არ შეცვლილა, პირიქით, მათი რეიტინგი უფრო უკან წამოვიდა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.