Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია არის გაბანკროტებული, მათ თანამშრომლობის რესურსიც არ აქვთ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია გაბანკროტებულია.

როგორც ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობის რესურსიც არ აქვს და ამით ხალხს ატყუებს.

„ოპოზიცია არის გაბანკროტებული. ჩვენ ახლა ვხედავთ, რას ამბობენ ის პოზიციური პარტიები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას, „ლელო“, „გირჩი“, გახარიას პარტია - ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რაიმე შედეგი რომ დავდოთ, პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენი კანდიდატები არ უნდა დავაყენოთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის გაბანკროტებული პოლიტიკური ძალები.

ამბობენ, რომ უნდა გამოარჩიონ ვიღაც, აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანები და იმათ აყრევინონ კენჭი. სწორედ მაგაშია პოლიტიკური ბანკროტობა, რომ მათ თანამშრომლობის რესურსიც არ აქვთ და ამით ხალხს ატყუებენ. ხალხს ეუბნებიან, რომ გარეშე პოლიტიკურ ადამიანებს და პირებს ავირჩევთ. მერე ის გარეშე ადამიანები უნდა იყვნენ მათი პოლიტიკური დიქტატის ქვეშ? ანუ რა გამოდის? არაფორმალური მმართველობის შენიღბულ ფორმას გვთავაზობენ?“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.