ირაკლი ქადაგიშვილი NGO-ების განცხადებაზე: ყველაზე ცინიკური ის არის, რომ თავიანთ თავს პატრიოტებს უწოდებენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქართული NGO სექტორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყველაზე ცინიკური ის არის, რომ თავიანთ თავს პატრიოტებს უწოდებენ.
„ამ განცხადებაში ყველაზე ცინიკური გახლავთ ის, რომ ისინი იყენებენ თავიანთი თავისი მიმართ სიტყვა პატრიოტებს, რაც რომ იტყვიან, აი მთლიანად უჩვენებს ამ ხელმომწერთა პირების ერთგვარ იმ უტიფარ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენი ქვეყანა, მისი ეროვნული ინტერესები და რეალური პატრიოტული მიდგომები ჰქვია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მართლაც ეს ის ორგანიზაციები არიან, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდოდათ, არავითარ შემთხვევაში, რომ მათი ფინანსები საჯარო გამხდარიყო ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისათვის და ესენი იძახიან, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები.
ეს ფინანსები ბუნებრივია მოდიოდა უცხოეთიდან, არც მათ უცხოელ მფარველებს არ უნდათ, რომ ის დაფინანსება სრულად გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.