1783488992
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ნეგატივი უკან დაუბრუნდათ, რაც დათესეს - ის მოიმკეს
მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
„ეს არის ამ პარტიის საბოლოო კრახის მაჩვენებელი. ყველაფერი გამოწვეულია მათი იმ დესტრუქციული პოლიტიკით, რაც ატარეს ჯერ ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ ოპოზიციაში გადასვლისას. რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ნეგატივი უკან დაუბრუნდათ. რაც დათესეს - ის მოიმკეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება - მომავალი თავმჯდომარის ვინაობა კვლავ უცნობია.