ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ორგანიზაცია, ეს დესტრუქცია კი მათი ლიდერებისა და წევრების ქცევის წესად არის ჩამოყალიბებული
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსით არის დესტრუქციული ორგანიზაცია, ხელისუფლებაში და ახლა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციით არის დაკავებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება ბევრი მიზეზის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის პიროვნული წყენა.
„ეს დაპირისპირება არახალია, გამოწვეულია ბევრი მიზეზის გამო. აქ არის პიროვნული მიზეზები, პიროვნული წყენები. საფუძველი საიდანაც ეს დაპირისპირება იწყება, ღრმავდება და ტოტალურ ხასიათს იღებს, გახლავთ ის, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსით არის დესტრუქციული ორგანიზაცია. ხელისუფლებაში ყოფნის და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული, ეს დესტრუქცია კი მათი ლიდერებისა და წევრების ქცევის წესად არის ქცეული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.