Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი

„მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„არ ვიცით ჯერ, ალბათ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. ზოგადად, საიმიგრაციო ვიზის შეჩერება რას ნიშნავს? არის ქვეყნები, სადაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, გარკვეულ მიზეზთა გამო – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო, მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა უწევს. სწორედ მათთვის არის ეს საიმიგრაციო ვიზები. მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი.

რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი, თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.