ირაკლი ქადაგიშვილი ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე: მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან
„მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქციების გამკაცრების მოთხოვნების პარალელურად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავად არიან ჩართულნი რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებში.
„პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ ბიზნესი და ფული ყველას აინტერესებს. ხანდახან ჩვენკენ რომ გამოიშვერენ ხოლმე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად თითს, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რაც სანქცირებულ რუსეთთან ირიბ, პირდაპირ, თუ ფარულ ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს.
ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ არ გააკეთო, შენი ეკონომიკა ჩამოაქციე. მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.