ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გახდეს ემიგრანტების უკან დაბრუნების ადგილი
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გახდეს ემიგრანტების უკან დაბრუნების ადგილი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მუდმივად ხდება მანიპულაცია და ზეწოლა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც დროებით ემიგრაციაშია.
„ზოგადად, საარჩევნო კოდექსის სამართლებრივ, იურიდიული მხარის მოწესრიგება მიმდინარეობს. რაც შეეხება საკითხს, რომელიც არის მსჯელობის საგანი, ანუ ხმის მიცემა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება.
ჩვენ ვხედავთ, რომ მუდმივად ხდება მცდელობა, მანიპულაცია და ზეწოლა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც უცხოეთში იმყოფება, დროებით ემიგრაციაში არიან.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო გახდეს ემიგრანტების უკან დაბრუნების ადგილი“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.