Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: კონსტიტუციის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ტოტალური დაპირისპირება უნდა დასრულდეს

„ეს ტოტალური დაპირისპირება კონსტიტუციის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა დასრულდეს საქართველოში“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა 3 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტოტალური დაპირისპირება არჩევნებთან, ხალხის ნებასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, არ უნდა გახდეს ნორმა.

„მიზანია, ქვეყანაში აიკრძალოს და დამკვიდრდეს ის სტანდარტი, რომ ტოტალური დაპირისპირება არჩევნებთან, ხალხის ნებასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, კონსტიტუციურ ინსტიტუტებთან არ გახდეს ის ნორმა, რა ნორმასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს ტოტალური დაპირისპირება კონსტიტუციის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს მიზანი აქვს სწორედ ამ სარჩელს. ეს პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც სწორედ ამას ახორციელებენ“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.