1780482459
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც მათ ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფოს და დემოკრატიის წინააღმდეგ, არის საქართველოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციის დიდი პოლიტიკის ნაწილი.
„ნათელია, რაც მათ ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფოს და დემოკრატიის წინააღმდეგ, არ არის მხოლოდ ლოკალური მოვლენა, რომელიც ერთ არჩევნებს უკავშირდება, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციის დიდი პოლიტიკის ნაწილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.