Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია.

გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის დაპირისპირება მოხდა და სააკაშვილის დედამ ჟორჟოლიანს ექსპრეზიდენტის დანაბარებიც გადასცა რომ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია.

ამ ინფორმაციას „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა ჭორი უწოდა, ცოტა ხანში კი ვიდეო მიმართაც გაავრცელა, რომელშიც ამ კონკრეტულ კითხვებზე საუბრის ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა თემებით სცადა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური საფუძვლები ოპოზიციამ საკუთარივე ქმედებების გამო დაკარგა.

„ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ იქ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო. ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად ქაოტურია.

მათ პოლიტიკური საფუძველი თავისივე ქმედებებით გამოირეცხეს და არის ეს პიროვნული, დაპირისპირება, მიუღებლობა, სააკაშვილი ხან ვიღაცას დაარქმევს, რომ ეს არის პარტიის ლიდერი, ბუნებრივია, ნახევარზე მეტი პარტია არ ეთანხმება და ეს არის აი, ამ პოლიტიკურ ნიადაგ გამოცლილი ოპოზიციის შიდა მდგომარეობა“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.