Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს

მედიის თავისუფლება და მედიის მრავალფეროვნება, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტულ ძალებს აშფოთებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნიან თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. გუნდში მიაჩნიათ, რომ ამას ერთადერთი მიზანი აქვს - თავისუფალი სიტყვის ჩახშობით ადამიანები სიმართლეს ვერ გაიგებენ, რის გამოც განსხვავებულ აზრს, ევროპის სახელით დევნიან.

„სწორედ ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ე.წ. ლიბერალური დემოკრატიული მეინსტრიმი გამეფებული ანუ ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს. ეს არის შეტევა თავისუფალ სიტყვაზე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლა მოითხოვა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტში „იმედის“ საქმიანობის აკრძალვა, სწორედ მისი და გუნდის აღმოსავლური პოლიტიკის კოორდინატორის, ელენე მეტრეველის ერთობლივი ინიციატივის დამსახურებაა.