1789998445
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ მათი სექტის დონეზე დასული აზროვნების მიმდევარი და მორჩილი არ ხარ, მაშინ სექტამ უნდა გაგრიყოს
ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მიმართ აგორებულ ბულინგის კამპანიას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ მათი სექტის დონეზე დასული აზროვნების მიმდევარი და მორჩილი არ ხარ, მაშინ სექტამ უნდა გაგრიყოს, სექტამ უნდა შეგრაცხოს მწვალებლად და ლამის კოცონზე დაწვის ვერდიქტი გამოგიტანოს.
მაგრამ, სექტა ყოველთვის რჩება სექტად და საქართველოში, საზოგადოებას ყოველთვის აქვს და ექნება თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.