Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: ასეთ პროვოკატორებს ყოველთვის კარგად იყენებენ უცხოელებიც და აქაური ვაი პოლიტიკოსებიც

„ასეთ პროვოკატორებს ყოველთვის კარგად იყენებენ უცხოელებიც და აქაური ვაი პოლიტიკოსებიც“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას.

„იმისთვის, რომ თავისი ვერსია კარგად შეენიღბა, გარკვეული დაფინანსებებიც გასწია ოპოზიციის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულების შემდგომ განცხადებას ავრცელებს.