1775721450
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს და დღემდე მოძველებული მონაცემები აქვს განთავსებული.
„სამწუხაროა, რომ გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა. უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა.