Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას პარტიაზე: დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, სიტუაციის და მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში

„დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, სიტუაციის და მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გახარიას პარტიის წევრებზე.

„გახარიას ის [მანდატ შეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლე] 12 შემდეგი წევრი უკვე არიან პარლამენტის წევრები, დეპუტატები არიან პარლამენტის. გახარიას გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმოქმედებს იმისდა მიხედვით, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ამიტომაც არის, რომ ოპოზიციის ნაწილისგან წყევლა-კრულვას იმსახურებს. ამიტომ დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის და მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.