1734793882
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გაზარდეს, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ აქვს.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის დიალოგი ყოველთვის მიუღებელი იყო.
„ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ გააჩნია იმიტომ, რომ ეს ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გამოზარდეს, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია. პოლიტიკური ტერორისტების დიალოგისკენ წამოყვანა ცოტა შეუძლებელი რამ არის. მათთვის ნებისმიერი დიალოგი მიუღებელი იყო ყოველთვის. გამოზარდეს, აი, იმ უცხოელმა მხარდამჭერებმა არა დემოკრატიული ოპოზიცია, არამედ ექსტრემისტული ძალა საქართველოში, რომელსაც არც დიალოგის, არც დემოკრატიული პროცესის და არც კანონიერების აღქმა არ გააჩნია“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.