Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო დირექტივაზე

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო დირექტივაზე“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველზე წაკითხულ ტექსტზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც საგარეო დირექტივებზე ხარ დამოკიდებული, საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელი ხდები.

„ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი, ეს დირექტივა ევროკავშირიდან მოდის, მოსკოვიდან თუ რომელიმე სხვა დედაქალაქიდან. მთავარია, რომ ნება საკუთარი ხალხის მიმართ დაკარგულია და ნება მინდობილია უცხოეთზე.

ეს ნიშნავს, რომ კარგავ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს ნიშნავს, რომ აღარ ხარ შენი ქვეყნის პოლიტიკოსი და შენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელი ხარ. ამიტომ, რაც არ უნდა მეგობრული იყოს სხვა ქვეყანა, ის ვერასოდეს შეცვლის შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.