Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი

„ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია იმ ფასეულობის გარეშემო იყოს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, რის გამოც საქართველომ აირჩია ევროპასთან დაახლოების გზა.

„ჩვენი ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია. ევროკავშირის არსებულ მმართველობას და ზოგადად, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა, საქართველოზე უდიდესი ზეწოლა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამ ზეწოლას ვუძლებთ და ქვეყნის განვითარებას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.