Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან ურთიერთობას არ განვიხილავთ საპირწონედ რომელიმე სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებისთვის - ეს არაა საპირწონე ევროკავშირთან ან შტატებთან ურთიერთობისა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატების“ ეთერში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს.

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების საპირწონედ თბილისი არაფერს თმობს და ამით ევროკავშირთან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე უარს არ ამბობს.

„ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ არ განვიხილავთ რომელიმე სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულების საპირწონედ. ეს არ არის საპირწონე არც ევროკავშირისა და არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა.

ეს არის შემავსებელი აუცილებლობა, რათა ჩვენი ქვეყანა ყველა დაინტერესებული მხარისთვის გახდეს ის შეკრების ადგილი, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთთან იკვეთება, ხელს ჩამოართმევს და ამით ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.