Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას

„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

ქადაგიშვილის თქმით, ეს გარკვეულწილად, სწორედ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტისა და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს.

ზოგადად, არ არის პოლიტიკურად კორექტული და მათ შორის დიპლომატიური ეთიკიდანაც [სცდება], როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას. ეს, გარკვეულწილად, სწორედ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტისა და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს.

მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ რამდენად სამართლებრივად არის ეს ურთიერთობა სწორად გაფორმებული და შესაბამისი გადასახადები იხდება თუ არა ამ ქონების ქირავნობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი, უკვე რამდენიმე დღეა, არ არის.

როდესაც ხდება ქონების გაქირავება, ამ დროს აუცილებლად დგება შესაბამისი ხელშეკრულება, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე არის ელჩი“, - აცხადებს ქადაგიშვილი.