Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია.

„რადიკალურად შეცვლილია პრინციპები, რაზეც მათ თავიანთი ხედვა აქვთ დამყარებული საქართველოსთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით. ეს არა მარტო საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში არის ნათქვამი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ახლა არის კარგი შესაძლებლობა, საქართველოსთან ურთიერთობები ახალ დონეზე ავიდეს. მან ორი მთავარი ბაზა დაასახელა - ფასეულობათა თანხვედრა ბევრ საკითხში და ქვეყნების სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს ორი ისეთი მყარი საფუძველია, რაზეც უნდა ემყარებოდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.