1772138830
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე 2008 წლის ავანტიურის განმახორციელებელი იქნებოდა, ეს შედეგი არ დადგა
უნდოდათ, ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე 2008 წლის ავანტიურის განმახორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქ რომ ყოფილიყო ევროკავშირისგან ოდნავ პოზიტიური დამოკიდებულება, არჩევნები იქნებოდა აღიარებული, როგორც კარგი არჩევნები. ეუთო/ოდირის დასკვნა ამის ყველანაირ საფუძველს აძლევდათ. მაგრამ მათ სხვა შედეგი აინტერესებდათ. უნდოდათ, ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე 2008 წლის ავანტიურის განმახორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.