1762878018
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავდაცვის სამინისტროს სახელით დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა.
სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა. მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და თურქ მოძმე ხალხს.