Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ ქვეყანას, ჩაძირავენ ნარკოტიკში

„ეს ადამიანები, ერთი წამით წარმოიდგინეთ ის, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ სახელმწიფოს, ზოგადად ქვეყანას? ჩაძირავენ ნარკოტიკში თავიდან ბოლომდე“, - ასე შეაფასა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება.

„მსგავს განცხადებებს როცა აკეთებ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსად მიგაჩნია თავი, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოსახლეობა შენ არჩევნების პერიოდში ხმას არ გაძლევს“, - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.