ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციელებს წვავდნენ, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო
„სწორედ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ბრიუსელი დღეს საქართველოსთან მიმართებით აკეთებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვების შეფასებისას.
მისივე თქმით, დანიაში მშვიდობიან პროტესტანტებს ძაღლებით დაერივნენ, ხელკეტებით გაუსწორდნენ და რატომღაც ეს ბრიუსელისთვის და დანიის ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდა.
„საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ წვავდნენ მომიტინგეები პოლიციელებს, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.
დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.