Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიზნესი არეკეტონ, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ

ჯერ იყო და გვარამიამ თქვა, საქართველო ტრილიონებს ვერ მიიღებს, რადგან ომში არ იყო ჩართულიო. შემოწირულობის თხოვნა და ბიზნესის რეკეტი ვერ მოიშალეს, ისევ თავში უტრიალებთ, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ინტერესია, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.

„კეზერაშვილმა საქართველოდან რა ფული წაიღო, ამაზე აღარ ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, თანხები აღარ ჰყოფნით. არ ყოფნით კი არა, საკუთარი ჯიბეებისთვის და კეთილდღეობისთვის მიაქვთ.

სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შესწირეს, იმასაც ნანობს ხალხი და დღეს ასეთ მოწოდებებს საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებენ და არა, პარტიის განვითარებისთვის.

მათი მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიზნესი არეკეტონ, რათა ფინანაურად მძლავრად იყვნენ. სააკაშვილი საკანში ზის და შემოწირულებას ითხოვს. ეს თანხები ვის მოხმარდება, კარგად ვიცით – მათ ჯიბეებში წავა“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.