Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში არ დათმობს ლიდერობას, ეს არის ცალსახა, ისინი ვერასდროს ვერ დალაგდებიან პოლიტიკურად

„მელია და სააკაშვილი ჩვენთვის არის ერთი ჯოხის ორი ბოლო“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი ნიკა მელიას განცხადებას სააკაშვილთან დაკავშირებით.

როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი ოპოზიციაში ლიდერობას არასდროს დათმობს.

„მელია და სააკაშვილი ჩვენთვის არის ერთი ჯოხის ორი ბოლო, როდესაც თანაპარტიელები იყვნენ, მაშინ იყო სააკაშვილი მათთვის მისაღები, ქვეყნის ლიდერი, დავით აღმაშენებელი და ა.შ. გაყოფის მერეც, როგორი ეპითეტებით შეამკეს, ესეც გვახსოვს და ახლაც გრძელდება, რადგან აქ არის, ვინ იქნება ფლაგმანი და ლიდერი ამ გაერთიანების. სააკაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში არ დათმობს ლიდერობას, ეს არის ცალსახა.

ისინი ვერასდროს ვერ დალაგდებიან პოლიტიკურად და საერთო ენას ვერ ნახავენ ვერცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს წისქვილზე ასხმას წყალს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი,.