Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაცმოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?!

როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არიან ქვეყნის მტრები და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური განვითარება საქართველოში არ უნდა ჰქონდეთ.

„სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იქნება, საერთო ენას ვერ ნახავენ. ეს ჩვენს [ხელისუფლების] წისქვილზე წყალს ასხამს და კარგია, რაც იქ [ოპოზიციაში] ხდება. ისინი არიან ქვეყნის მტრები და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური განვითარება ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეთ.

როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ესენი [დანარჩენი ოპოზიცია] ერთად ვერ „ძოვენ“, ესეც მისასალმებელია და ასეც უნდა მოხდეს.

სანამ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ - ცხრაწლიანი რეჟიმის ჯალათები იქნებიან ამ გაერთიანების სათავეში და რაიმე იმედი ექნებათ, რომ სამომავლოდ შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ, ასეთ [ცუდ] დღეში იქნებიან. ამასობაში საკონსტიტუციო სასამართლოც მოუწევს და დიდი იმედი მაქვს, ბევრი პარტია აიკრძალება. ესენი არჩევნებამდე პრაქტიკულად ვერც მივლენ. არც სჭირდებათ სასამართლო, ისედაც დაშლილები არიან მარტივ მამრავლებად“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.