ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ესენი არიან ქვეყნის მტრები, დღის წესრიგს თავად უნდა ადგენდე და არ უნდა გიწერდეს გარე აქტორი
„ესენი არიან ქვეყნის მტრები, დღის წესრიგს თავად უნდა ადგენდე და არ უნდა გიწერდეს გარე აქტორი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
ჭეიშვილის თქმით, ოპოზიციას მეტი რესურსი არ აქვს.
„ჯერ, უკმაყოფილება გამოიწვა ოპოზიციის შიგნით - ხალხის რაოდენობა არ მოეწონათ. ან რატომ უნდა გამოსულიყვნენ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე ადამიანები. მთელმა საქართველომ ნახა, რომ ვინც გამოვიდა ამის მეტი რესურსი გაერთიანებულ ოპოზიციას, მთელი საქართველოს მასშტაბით, არ აქვს.
კიდევ რაც არ მოეწონათ არის მათი სლოგანი, ზოგადად, გეგმა - ხვალინდელი და ზეგინდელი. ესენი არიან ქვეყნის მტრები, მაგრამ თუ საკუთარ თავს ქვეყნის ოპოზიციას უწოდებ, საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად უნდა ადგენდე და არ უნდა გიწერდეს გარე აქტორი, იქნება ეს ბრიუსელი, თუ სხვა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.