1755755068
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი

„ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
„ნებისმიერ პატიმარს, ვისაც ბრალი წარედგინა, ეს იყო გამყარებული ვიდეოკადრებით და მათი დანაშაული იყო ასახული. ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი და ეს თანხები უნდა მოხმარდეს მზია ამაღლობელის და სხვა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, აქციებს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.