Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და ითხოვდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერია გასაკვირი, როდესაც ისინი ასანქცირებდნენ თავის ქვეყანას წლების განმავლობაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მტრებისგან სხვა არაფერია მოსალოდნელი, თუ არა მოღალატეობრივი საქციელი. 

„ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას. კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერებულიყო. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის მტრებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ, თუ არა მოღალატეობრივ საქციელს“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.