Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაცია სხვისი ხელით აწარმოებდა ომს რუსეთთან

დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროპაზე იმას საუბრობს, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა და დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაცია სხვისი ხელით აწარმოებდა ომს რუსეთთან.

„დღეს მოვისმინე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დასრულება არ ნიშნავს ევროპაში სიმშვიდესო. ამ ადამიანს მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან 3-4 წლის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ.

ამ ადამიანმა ის თქვა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ უკრაინის ხელით აწარმოებდნენ რუსეთთან ომს და ზუსტად რომ საქართველოს ხელით უნდოდათ ეწარმოებინათ რუსეთთან ომი. ერთი ოფიციალური ევროპელი ჯარისკაცი არ ომობს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაცია სხვისი ხელით აწარმოებდა ომს რუსეთთან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.