იონათამიშვილი: სინამდვილეში „ნაცებს“ ერთმანეთის სიძულვილი ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში ჩარჩნენ
„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მათი სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა კიდევ უფრო ცხადი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
„სინამდვილეში „ნაცებს“ ერთმანეთის სიძულვილი ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში ჩარჩნენ. ფაქტია, მათი აქცია ჩავარდა, ფაქტი არის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ვერც ექნებათ ზუსტად იმიტომ, რომ არიან ასეთები როგორებიც არიან და გვაჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს, ასე რომ, რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მათი სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა კიდევ უფრო ცხადი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.