1739540242
პოლიტიკა
იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი

„ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 1 800 000 000 ევროს გადასცემს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შემდეგ აღიარა, რომ აღნიშნული თანხიდან 1 500 000 000 ევრო მოლდოვას სესხის სახით გადაეცემა.
„ძალიან უხერხულია, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც დიპლომატიის ასეთ დაბალ სტანდარტს დებს და ფაქტობრივად, ფეიკნიუსების გავრცელებით არის დაკავებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.