1726305438
პოლიტიკა
იონათამიშვილი ოპოზიციის დაპირებულ 14 მილიარდზე: მსგავსი ცრუ კამპანიებით დაგვეხმარებიან საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ განცხადებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოზიდვას ეხება, სიყალბეს უწოდებს.
დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობამ“ საზოგადოების მოტყუება სცადა და თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა.
„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი და ძალიანაც კარგი. ამ 14 მილიარდზე მთელი კამპანია აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, სიყალბე და მათ იკადრეს და ჩვენი საზოგადოების მოტყუება სცადეს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ აქვთ იმის უნარი, რომ საკუთარ შეცდომებზე რაიმე ისწავლონ. მსგავსი ცრუ კამპანიებით ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში“, - აცხადებს იონათამიშვილი.