იონათამიშვილი ოპოზიციაზე: 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ
„სინამდვილეში 26 მაისს მათ [ოპოზიციონერებმა] განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ სიძულვილით, რომელიც ოპოზიციას გააჩნია ერთმანეთის მიმართ, ქართული საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ ქვეყნისთვის.
„ამ დაპირისპირებით და ურთიერთსიძულვილით, რომელიც მათ გააჩნიათ, ჩვენი საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, რომ ამათ რომ რაიმე ბერკეტი ჰქონოდათ და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე რაიმე გავლენა შეეძლოთ, რას უზამდნენ და რას დამართავდნენ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.