Loading data...
იონათამიშვილი: მრავალი წელია, რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებსა და მექანიზმებს

მრავალი წელია, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებსა და მექანიზმებს.

„საბოლოო ჯამში ეს მათ სულიერ დაცემულობაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, ზუსტად იმიტომ, რომ ქართულ ეკლესიას ვერ პატიობენ ისინი ქართული სახელმწიფოს და ქართული იდენტობის გვერდში დგომას, ერთგულებას, ეს არის მთავარი მიზეზიც, მიზანიც, რატომ ესხმიან ასე კოორდინირებულად ქართულ ეკლესიას“, - აღნიშნა მან.